მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > იამაყეთ! ბაქოში ნატახტარის ლიმონათი იყიდება
ბაქო-ნატახტარი

იამაყეთ! ბაქოში ნატახტარის ლიმონათი იყიდება

სულ სხვა გრძნობაა, როცა სხვა ქვეყანაში სტუმრად მყოფს სუფრაზე შენს ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს დააგახვედრებენ სუფრაზე. განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ გოგოჭურს, რომელმაც აზერბაიჯანში საქმიანი მივლინებისას შანსი ხელიდან შანსი არ გაუშვა და ეს საინტერესო სურათი გამოგვიგზავნა.

როგორც გავარკვიე ნატახტარის პროდუქცია ბლომად გადის აზერბაიჯანში და მშვენივრად იყიდება კიდეც. მრავალი ფაქტორი ეხმარება გაყიდვებს. მათ შორის ქართულობა და ხარისხი წამყვანია!

ბაქო-ნატახტარი

აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე – გაიტანო ქართული პროდუქცია ექსპორტზე!

იამაყეთ ქართულით!

 

 

**

kar.ge-ზე მიმდინარეობს კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო!”. მოგმართავთ თქვენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ან მოგზაურობაში მყოფ ქართველებს: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათი [რამოდენიმე, ყველა მხრიდან] და გამომიგზავნეთ. თქვენს სურათს და მოწოდებულ ინფორმაციას ასიათასობით ადამიანს ვაჩვენებთ.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"