მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბარამბო

ბარამბო

სოფელი ნატახტარი, მცხეთა, საქართველო
+995 32 2 91 91 81
info@barambo.ge
http://barambo.ge
FB / ბარამბო

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ISO 22000:2005 სერთიფიცირებული შპს “ბარამბო” ქართული შოკოლადის, ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა და დღემდე ლიდერის პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების, უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ და წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციის ხარისხით მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიეღწია. კომპანია ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა: შოკოლადის ფილა, შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი, ვაფლი, ჩიტის რძე, საბავშვო შოკოლადი, ნაყინის მრავალფეროვანი ასორტიმენტი და სხვა.

რა არის ბარამბო?

სულხან საბა ორბელიანის “ლექსიკონი ქართული” …
ტომი პირველი …
ასო ბ …
ბარამბო – ფუტკართ მოლი
ადგილი, სადაც ფუტკრები თაფლს აგროვებენ და ირჯებიან …
ზუსტად იგივენაირად ფუტკრებივით შრომობენ ბარამბოში, რომ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხია ნაწარმი მოგვაწოდონ ….

როგორც კი 2009 წელს გენიალურად მოფიქრებული ეს ბრენდული დასახელება მაშინვე აიტაცა ფართო საზოგადოებამ, კომპანიამაც საზოგადოებრივ ინტერესს მაშინვე დაახვედრა უმაღლესი ხარისხის ქართლი ტკბილეული, რითაც სწრაფად დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი მომხმარებელთა გულებში.

კომპანია „ბარამბო“-ს მისია დაარსების პირველივე დღიდან ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა. ჩვენთან წარმოების ყველა ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი: მკაცრად კონტროლდება ნედლეულის მიღებისა და შენახვის პროცესი, ნედლეულის ხარისხი, გამოშვებული ტკბილეული შემოწმებას გადის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში – სწორედ ამ სტანდარტთა ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ დღეისათვის ბარამბო ფლობს ISO 22000:2005 სერთიფიკატს, რომელიც კვებითი პროდუქტების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

კომპანიის მიზანია, პროფესიონალიზმითა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებით გაანებივროს მომხმარებელი მრავალფეროვანი ნუგბარით. ბარამბოს სტრატეგია უცვლელია – შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი და ლიდერის პოზიცია ბაზარზე, ვინაიდან ეს თითოეული ქართველისთვის საამაყოა და ჩვენი ქვეყნის წარმატებას განაპირობებს საერთაშორისო ასპარეზზე.