მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბარამბო, შპს

ბარამბო, შპს

სოფელი ნატახტარი, მცხეთა, საქართველო
+995 32 2 91 91 81
info@barambo.ge
http://barambo.ge
FB / ბარამბო

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ბარამბო” – ქართული შოკოლადის, ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელია. კომპანია 2009 წელს დაარსდა და მას მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციის ხარისხით მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიეღწია.

კომპანია “ბარამბო”-ს ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა: შოკოლადის ფილა, შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი, ნაყინი და სხვა. 2011 წლის მარტიდან კომპანიამ ნაყინის წარმოება დაიწყო. 15 სახეობის ნაყინმა პოპულარობა – საზოგადოებაში გამოჩენისთანავე მოიპოვა. 2011 წლის ნოემბრიდან “ბარამბო“-მ ტკბილეულის წარმოების ახალი მიმართულებით დაიწყო მუშაობა და მომხმარებელს ვაფლი და ვაფლის ტორტები შესთავაზა.

კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არის სადისტრიბუციო ქსელი. შპს „ბარამბოს“ დაარსების პირველი დღიდან დასახული იყო, რომ საწარმოს უნდა დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო ISO22000:2005 სტანდარტის მოთხოვნები, რომელიც ემყარება HACCP-ის პრინციპებს ეს სტანდარტი მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს – ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, ამ პროცესის ყველა ეტაპზე კვებითი უსაფრთხოების რისკების კონტროლით, პრიორიტეტად კომპანიამ პროდუქციის ხარისხი დაისახა. ამისთვის დამონტაჟდა თანამედროვე ევროპული (გერმანული, ბელგიური) დანადგარები, გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული.

შპს “ბარამბო“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის გაფართოვებაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე/მომხმარებელზე. ქარხანაში მოწვეული არიან უცხოელი ტექნოლოგები, თანამშრომლები ესწრებიან ინტენსიურ ტრეინინგებს ევროპელ სპეციალისტებთან.

საქართველოს ბაზარზე კომპანია “ბარამბო” ლიდერი ბრენდია შოკოლადის და ნაყინის წარმოებაში. პოზიციის შენარჩუნებაში კი მთავარია სტრატეგიული პრინციპები – ბაზრის პოტენციალის განვითარება, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება, მომხმარებლის მოთხოვნების კვლევა და დაკმაყოფილება.

კომპანიის მიზანია, პროფესიონალიზმითა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებით გავანებივროთ ჩვენი მომხმარებელი მრავალფეროვანი ნუგბარით. ბარამბოს სტრატეგია უცვლელია – შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და ლიდერის პოზიცია ბაზარზე, ვინაიდან ეს თითოეული ქართველისთვის საამაყოა და ჩვენი ქვეყნის წარმატებას განაპირობებს საერთაშორისო ასპარეზზე.