მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბაკურიანი

ბაკურიანი

დ. აღმაშენებლის გამზ. 80, 0102 თბილისი, საქართველო
+995 32 2 484 484
http://ids-borjomi.com

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია, რომელიც დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია 3 ბრენდით: “ბორჯომი”, “ლიკანი” და “ბაკურიანი”.

ნატურალური მინერალური არაგაზირებული წყალი “ბაკურიანი” ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, ნატურალური მინერალური წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. “ბაკურიანი” აღადგენს წყლის ბალანსს ორგანიზმში. “ბაკურიანი” რეკომენდირებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ.