მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > “ბაია“-ს შვრიის ფქვილი გარგარით და ალუბლით ჩემი გამოწვევის მე-12 დღის შენაძენია

“ბაია“-ს შვრიის ფქვილი გარგარით და ალუბლით ჩემი გამოწვევის მე-12 დღის შენაძენია

კითხულობთ ამ ტექსტს?

ე.ი. ჩათვალეთ, რომ გამოწვეული ბრძანდებით …

გააკეთეთ ის, რასაც ყოველ დღე ვაკეთებ მეც და ბევრი ჩვენებურიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში … იყიდეთ ქართული და გამოიწვიეთ მეგობრები!

ბაიაფუდის მიერ წარმოებული შვრიის ფქვილი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომელიც დღეს ბაზარზე არის. პირადად მე ფაფის დიდი მცოდნე არ ვარ, მაგრამ ჩემთან ოჯახში უყვართ და აფასებენ!

ვიყიდოთ და ამით დავაფასოთ ხარისხიანი ქართული ნაწარმი!

ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"