მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბაზალტ ფაიბერს

ბაზალტ ფაიბერს

ყაზბეგის გამზირი 16, 0161 თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 56 22
+ 995 34 122 71 22
khatia.koberidze@basalt-fibers.com
http://basalt-fibers.com

შპს “ბაზალტ ფაიბერს” საკუთარი ტექნოლოგიით (პატენტის # PCT/GE02/00005 GE 04 993) 1998 წლიდან აწარმოებს ბაზალტის ტექსტილურ ბოჭკოს. კომპანია საკუთარი კარიერიდან (საუკეთესო სპეციალური ბაზალტი ტექსტილური ბოჭკოს საწარმოებლად) მარაგდება ნედლეულით და გააჩნია ტექნოლოგიური ხაზი პროცესის მართვის სრული ავტომატიზაციით.

წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტშია: Turbo Build (ბაზალტის დაჭრილი ბოჭკო), Ecomat (ბაზალტის თბოიზოლაციის ქეჩა), Basalt geogrid (ბაზალტის ბადე-ქსოვილი), Basalt sandwich panel (ბაზალტის სენდვიჩ-პანელი), Basalt rebar (ბაზალტის არმატურა), Roving (როვინგი).

ბრენდი 1998 წელს შეიქმნა. ბრენდული დასახელებაში ხაზგასმულია ნედლული, რისგანაც მზადდება ბოჭკო. სლოგანი – “ქვასავით საიმედო და ძაფივით მოქნილი” კი ხაზს უსვამს პროდუქციის მაღალ ხარისხს.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...