მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბაზალტ ფაიბერს, შპს

ბაზალტ ფაიბერს, შპს

ყაზბეგის გამზირი 16, 0161 თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 56 22
+ 995 34 122 71 22
khatia.koberidze@basalt-fibers.com
http://basalt-fibers.com

შპს “ბაზალტ ფაიბერს” საკუთარი ტექნოლოგიით (პატენტის # PCT/GE02/00005 GE 04 993) 1998 წლიდან აწარმოებს ბაზალტის ტექსტილურ ბოჭკოს. კომპანია საკუთარი კარიერიდან (საუკეთესო სპეციალური ბაზალტი ტექსტილური ბოჭკოს საწარმოებლად) მარაგდება ნედლეულით და გააჩნია ტექნოლოგიური ხაზი პროცესის მართვის სრული ავტომატიზაციით.

განვითარების ეტაპები 1998 წლიდან:

1999 წელი – მაღალი ტექსის (4800tex-მდე) როვინგების წარმოება;
2000 წელი – ნაგრეხი ძაფის ქსოვილები;
2001 წელი – ბაზალტის ქეჩის წარმოება;
2002 წელი – ბაზალტის პლასტიკატების წარმოება (ტექსტოლიტები);
2003 წელი – როვინგის ქსოვილები;
2005 წელი – ბაზალტოპლასტიკური პროფილირებული სახურავები, ბაზალტის ქსოვილების ბაზაზე;
2008 წელი – დაჭრილი ბოჭკო ბეტონის არმირებისთვის;
2012 წელი – geogrid ბადე-ქსოვილი ასფალტისა და ბეტონის არმირებისათვის;
2013 წელი – ბაზალტოპლასტიკური არმატურის წარმოება;
2014 წელი – ბაზალტის სენდვიჩ პანელები.

წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტშია: Turbo Build (ბაზალტის დაჭრილი ბოჭკო), Ecomat (ბაზალტის თბოიზოლაციის ქეჩა), Basalt geogrid (ბაზალტის ბადე-ქსოვილი), Basalt sandwich panel (ბაზალტის სენდვიჩ-პანელი), Basalt rebar (ბაზალტის არმატურა), Roving (როვინგი).

კომპანიის სლოგანია – “ქვასავით საიმედო და ძაფივით მოქნილი”.