მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ადგილობრივი საწარმო > ბადაგონი – #ესპროდუქციაჩვენია

ბადაგონი – #ესპროდუქციაჩვენია

#ესპროდუქციაჩვენია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოძრაობა KAR.GE მწარმოებლებთან ერთად და საზოგადოების ფართო ჩართულობით 1-31 მაისის პერიოდში ახორციელებს 1 თვიან კამპანიას – “ეს პროდუქცია ჩვენია”. მიზანი: საქართველოს მოქალაქეებს უკეთ გავაცნოთ ხარისხიანი ქართული ნაწარმი და მათი მწარმოებლები. კამპანია 3 კომპონენტს მოიცავს. 1) საწარმოში სტუმრობა და FB Live ვიდეოს ჩაწერა, 2) Facebook პოსტერების კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია” და 3) პროდუქციის ღია შესყიდვა FB აქციით და მომხმარებელთა დაჯილდოვება.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში 3 მაისს ვესტუმრეთ შპს “ბადაგონი”-ს ქარხანას კახეთში, სოფელ ზემო ხოდაშენში. გთავაზობთ ძალიან საინტერესო ვიდეოს საწარმოდან.

გთხოვთ გ ა ვ ა ზ ი ა რ ო თ და ასე დავუჭიროთ მხარი ქართული ღვინის ექსპორტის ლიდერს, რომელიც დღეს არის სამიზნე. ბადაგონი თითქმის 12 წელია არსებობს, 600+ ადამიანს ასაქმებს, 400 ჰა საკუთარ ვენახებს ფლობს, 30+ ქვეყანაში ექსპორტს აკეთებს, 2017 წლის მონაცემებით კი 250 ექსპორტიორ კომპანიას შორის უპირობო ლიდერია. კომპანია უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, აქ ფუნქციონირებს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია, მუდმივად ხდება ქართული ვაზის ჯიშების კვლევა, ხოლო სერტიფიკატები და ჯილდოები რომ ნახოთ (გიჩვენებთ ვიდეოში), ძალიან გაოცდებით. ეხლა ვხვდები რატომაცაა ბადაგონი სამიზნე დღეს.

თქვენი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია!

ნახეთ და აუცილებლად გ ა ა ზ ი ა რ ე თ ვიდეო!

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"