მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > ბადაგონის მუკუზანი Japan Wine Challenge-ს გამარჯვებულია
ბადაგონის მუკუზანი

ბადაგონის მუკუზანი Japan Wine Challenge-ს გამარჯვებულია

სასიხარულო ამბავი იაპონიიდან!

ბადაგონის მუკუზანი წითელი მშრალი Japan Wine Challenge-ს გამარჯვებულია.

ამ ღვინომ ოქროს მედალი აიღო!

 

Japan Wine Challenge 1997 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი ღვინის შეჯიბრი. 18 წელია კონკურსი ვითარდება და დღეს JWC იაპონიის ღვინის ბაზრის გასაღებია. უნდა აღინიშნოს, რომ JWC წელს მე-18-ჯერ ჩატარდა და მასში 28 ქვეყნის 1300-მდე ღვინო იღებდა მონაწილეობას. შემფასებელი ჟიური კი სხვადასხვა ქვეყნებიდა მოწვეული პროფესიონალებისაგან შედგებოდა. დაჯილდოვების ცერემონია 2016 წლის 29 იანვარს არის დაგეგმილი. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ოფიციალურ ვებსაიტს. JWC-ს შედეგები სრულად იხილეთ აქ.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"