მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ა, უცხოური ანალოგი – AAC

ა, უცხოური ანალოგი – AAC

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

ა, უცხოური ანალოგი – AAC – ალუმინის მავთულებით შეგრეხილი არაიზოლირებული სადენი. ფენებად შეგრეხვის შემთხვევაში შეგრეხვა წარმოებს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით. გამოიყენება ელექტროენერგიის გადასაცემად საჰაერო ელექტრულ ქსელებში. I და II ტიპის ატმოსფერულ ჰაერში იმ პირობით, თუ ატმოსფეროში გოგირდის გაზის შემცველობა არაა მეტი 150 მგ/მ² დღეღამეში (150 მგ/მ³) და ხმელეთზე ყველა მიკროკლიმატურ რაიონებში სტანდარტ 15150-69 ის შესაბამისად. მუშაობის ხანგძლივობა არანაკლებ 45 წელი. ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 4 წელი ექსპლოატაციაში შესვლიდან.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამატრი.