ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > აი ასეთი იყო #აჩუქექართული-ს საშობაო მარკეტი „გალერია თბილისი“-ში დღეს, 25-ში

აი ასეთი იყო #აჩუქექართული-ს საშობაო მარკეტი „გალერია თბილისი“-ში დღეს, 25-ში

„გალერია თბილისი“-ს დღეს სპეციალურად ვეწვიე გამოწვევის მიზნებისათვის PSP-ში ერთი ქართული სუპერ პროდუქტის საყიდლად. ცხადია ვიყიდე, და ამასობაში იქვე ხეტიალში შემთხვევით გადავაწყდი დღეს ამ ღონისძიებას.

#აჩუქექართული “საშობაო მარკეტი” მე-3 სართულზე, ერთ დიდ ოთახში იყო მოწყობილი. როგორც ამიხსნეს მთელი წინასაახალწლო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდებაო და ყოველ დღე სხვადასხვა სტარტაპერები იქნებიანო. მართლაც მომეწონა იქ წარმოდგენილი პროდუქციის დიდი ნაწილი და ვიდეო Live-იც გავაკეთე.

ამ ვიდეოში აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესოს!!!

საშობაო #აჩუქექართული გალერია თბილისი • Galleria Tbilisi -ს მესამე სართულზე 😃

Posted by მოძრაობა KAR.GE on სამშაბათი, 25 დეკემბერი, 2018