მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > აღმოაჩინე Sobissuri- ვაშლის წვენი
სობისსური

აღმოაჩინე Sobissuri- ვაშლის წვენი

ქართულია & kar.ge-ა!

ბავშვობა … კარგად მახსოვს იმ გახეხილი ვაშლის გემო დედაჩემი რომ გაგვიხეხავდა და-ძმებს. ეს იყო ოდნავ ჯანგისფერი, მაგრამ უგემრიელესი ულუფა. ჭამის დროს წვენი სულ წურწურით გასდიოდა … ეს ემოცია თუ ოდესმე გამახსენდებოდა ვერც კი ვიფიქრებდი …

Sobissuri-ის ვაშლის წვენის პირველი ყლუპი რომ მოვსვი აი იქ მოხდა მოსახდენი. ვაშლის წვენი ყოველთვის ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს, მაგრამ დღემდე ასეთი ნაცნობი იგი არასოდეს ყოფილა ჩემთვის. ყოჩაღ მწარმოებელს! წვენი დამზადებულია გორის რაიონის ახალგაზრდული სოციალური საწარმოს მიერ სოფელ სობისში. აქედან ბრენდის სახელწოდებაც. ცხადია თავად ვაშლიც იქაურია.

 

როგორ აღმოვაჩინე Sobissuri?

მწარმოებელია ახალგაზრდული სოციალური საწარმო, რომლის წარმომადგენელმა გაიგო kar.ge პროექტის შესახებ და მაცნობა. ჩემი დაჟინებული თხოვნით მე თვითონვე მივედი კაფე ავოკადოში, ს. ცინცაძის 8 ნომერში (ყოფილი საბურთალოს ქუჩა თბილისში) და ვიყიდე. აღმოჩნდა რომ თბილისში სულ 4 წერტილში იყიდება. აი facebook გვერდი, საიდანაც ბევრს რამეს გაიგებთ. კურიოზი ის იყო, რომ ავოკადოში როცა მივედი წვენის სახელი დამავიწყდა და ხელებით და ფეხებით ძლივს ავუხსენი რა მინდოდა. 3,8 ლარი გადავიხადე 1 ლ წვენში.

მარკეტინგის კუთხით აშკარად ბევრია სამუშაო, მაგრამ წვენიაააა …. რომ შეხედავ და მინის ბოთლში ნატურალური წვენის ნალექს დაინახავ თვალი აგეხილება, რომ ეს მართლა ნატურალურია!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

PS

ჰო, ხელიც ჩემია, გადაღებაც ჩემია, სურათის დამუშავებაც ჩემია …

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”