მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > #აღადგინე & გურიელის საშობაო ჩაი დაძმობილდნენ: განწყობა გადამდებია [18 ფოტო]

#აღადგინე & გურიელის საშობაო ჩაი დაძმობილდნენ: განწყობა გადამდებია [18 ფოტო]

დღეს ერთი აგური დაიდო დიდ კარგ საქმეში, რომელსაც #აღადგინე ჰქვია …

იცით ალბათ, კამპანია „#აღადგინე“-ს მიზანია ბორჯომის ტყეების აღორძინება და მას დღეს ოფიციალურად შპს გეოპლანტი, ანუ ბრენდი გურიელი შეუერთდა. 12 იანვარს, 12 საათზე თბილისის ხელოვნების სასახლეში, ჩაის ქართული ბრენდის „გურიელი“ მწარმოებელ კომპანიასა „გეოპლანტი“ და აღადგინე.ჯი-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საფუძველზეც „პრინცი გურიელის საშობაო ჩაი“-ს ლიმიტირებული სერიის თითოეული ქილიდან მიღებული 1 ლარი, ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში გადაირიცხება.

პრინცი გურიელის საშობაო ჩაი 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა პირველად. 14 დეკემბერს კი ვიყიდე. უნდა გითხრათ, რომ მეტად განსახვავებული რამააა …

გურიელის ხილის ჩაი, ყველას რომ გიყვართ, ხომ იცით რაცაა?
ჰოდა არაფერი, მასში რაც არის გამოყენებული, საშობაო ჩაიში არ არის …
დღეს კი ჩამოთვალეს პრეზენტაციაზე, მაგრამ არ დამამახსოვრდა …
სრულიად განსხვავებული რამეა …
ერთადერთი გზა გაიგოთ რა არის გურიელის საშობაო ჩაი, არის იყიდოთ და გასინჯოთ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"