მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > აქვა გეო, შპს

აქვა გეო, შპს

მისაქციელი, მცხეთის რაიონი, 3308 თბილისი, საქართველო
+995 322 470 409
info@aquageo.ge
http://aquageo.ge

კომპანია “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

კომპანია “აქვა გეო”-ს დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესი 16 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა ქართული კომპანიებია, რაც ჩვენ განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს. ამავდროულად ჩვენ სრულად გამოვიყენეთ დარგში არსებული თანამედროვე ევროპული გამოცდილება.

კომპანია თავის თავში აერთიანებს ქართულ საქმესა და სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის 100%-ით ქართული კომპანია, რაც თავისთავად გულისხმობს მრავალი ქართული ოჯახის დასაქმებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის ხარისხი შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესების სისტემურ და პერმანენტულ განახლება-გაუმჯობესებას.

მენეჯმენტის მხრიდან კომპანიაში ISO და HACCP სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მრავალსაფეხურიან დაცვას წარმოების ყველა ეტაპზე, რაც წყლის მაღალი ხარისხის გარანტია.

კომპანიაში ყოველი თანამშრომელი თავისი კომპეტენციისა და პიროვნული თვისებების მიხედვით შეირჩა. საწარმოს პერსონალმა გაიარა სასწავლო კურსი ფრანგი და იტალიელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.