მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ასკპ

ასკპ

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

ასკპ – არაიზოლირებული კაბელი ანტიკოროზიული და ხურვებამდგრადი საპოხით დაფარული ფოლადის გულანით და ალუმინის მავთულებით შეგრეხილი. გამოიყენება ელექტროენერგიის გადასაცემად და გასანაწილებლად საჰაერო ელექტრულ ქსელებში. გამოიყენება ზღვის სანაპიროებზე, სამრეწველო რაიონებში, მლაშე ქვიშიან რაინებში, ასევე მათთან მიმდებარე რაიონებში II და III ტიპის ატმოსფერულ ჰაერში ხმელეთსა და ზღვაზე ყველა მიკროკლიმატურ რაიონებში სტანდარტ 15150-69 ის შესაბამისად. სადენი მზადდება ფოლადის გულანითა და ალუმინის მავთულების შეგრეხვით. ფენებად შეგრეხვის შემთხვევაში შეგრეხვა წარმოებს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით. მუშაობის ხანგძლივობა არანაკლებ 25 წელი ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 4 წელი ექსპლოატაციაში შესვლიდან.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი.