მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > არაყი, არყის გამოხდა

არაყი, არყის გამოხდა

შპს “მაისტერ ბრაუ” – ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია დაარსდა 2013 წელს და ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს. საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესს უზრუნველყოფს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც გერმანიაში მიღებული განათლებით და გამოცდილებით (ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგი) მნიშვნელოვან ნოვაციებს ნერგავს საწარმოს განვითარების პროცესში. საწარმო თანამედროვე გერმანული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

შპს “მაისტერ ბრაუ” ნებისმიერ მსურველს სთავაზობს არყის და საკონიაკე სპირტის გამოხდას ღვინისგან, ლუდისგან, ჭაჭისგან, სხვადასხვა მარცვლეულისგან, ქარხნული წესით გერმანული სახდელი დანადგარებით [იხ. სურათები], რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის არყის, საკონიაკე და სხვა სპირტების მიღებას.

არყის გამოხდა, როგორც მომსახურება თბილისში მხოლოდ შპს “მაისტერ ბრაუ”-ს აქვს. ანალოგიური მომსახურების შეთავაზებას კომპანია გეგმავს კახეთშიც. ეს ძალიან მიმზიდველი თემაა გლეხებისთვის და ღვინის მწარმოებლებისთვის, რომელთაც მცირე მეურნეობები აქვთ და არყის გამოხდა სურთ უმაღლესი კლასის გერმანული ტექნოლოგიით. შესაძლებელია საათში 150 ლიტრიდან 5 ტონამდე ნედლეულისაგან არყის გამოხდა. წარმადობა დამოკიდებულია თავად ნედლეულზე.

გაიცანით კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტი:

  1. ლუდი მაისტერბრაუ
  2. ლუდის ბრენდი, 0.5 ლ
  3. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 0.5 ლ
  4. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 2 ლ

გარდა ამ პროდუქციისა შპს “მაისტერ ბრაუ” ნებისმიერ მსურველს სთავაზობს არყის და საკონიაკე სპირტის გამოხდას ღვინისგან, ლუდისგან, ჭაჭისგან, სხვადასხვა მარცვლეულისგან, ქარხნული წესით გერმანული სახდელი დანადგარებით, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის არყის, საკონიაკე და სხვა სპირტების მიღებას.

შპს “მაისტერ ბაუ”-ს პროდუქციის შეძენა შეიძლება თბილისის მასშტაბით სავაჭრო ქსელებში.