მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > აპპვ 2 წვერი

აპპვ 2 წვერი

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

აპპვ 2 წვერი – სადენი ალუმინის ძარღვით, პოლივინილქლორიდის იზოლაციით და ბრტყელი გამყოფი ფუძით. გამოიყენება ელექტრულ დანადგარებში სტაციონალური ჩაწყობისას განათების და ძალოვან წრედებში, არა მოქნილი მონტაჟისათვის ელექტროდანადგარებში, მანქანებში, მექანიზმებში და ჩარხებში ნომინალურ ძაბვაზე 450- ვმდე (ქსელებისათვის 450/750 ვ) სიხშირით 400 ჰერცამდე ან მუდმივ ძაბვაზე 1000 ვ. გამოიყენება ფოლადის მილებსა და სამშენებლო კონსტრუქციის ცარიელ ადგილებში ჩასაწყობად, სადაც არ არის სადენების ხშირი ღუნვები. სადენი არ ავრცელებს წვას. სადენის სამუშაო ვადა: არა ნაკლები 15 წელი. ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 2 წელი ექსპლოატაციაში შესვლიდან.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი.