მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > აპექსი, შპს

აპექსი, შპს

ბელიაშვილის 8, თბილისი, საქართველო
+ 995 32 20 55 05
office@apex.ge
http://apex.ge

შპს ”აპექსი” დაარსდა 2004 წელს ქ. თბილისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საშუალო და მსხვილ კომპანიებში მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვა აღრიცხვის, ანალიზის, ბიზნესის დაგეგმვისა და მართვის ხარისხის ამაღლების მიზნით. გარდა ამისაა ავტომატიზირებული სამუშაო ადგილების შექმნა, საკონსულტაციო საქმიანობა რომელიც გულისხმობს მუშაობის პროცესში თანამედროვე ტექნიკური და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას, საინფორმაციო სისტემების დაპროექტებისა და მენეჯმენტისთვის სარეკომენდაციო პაკეტების მომზადება როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ საკითხებში ასევე შედის კომპანიის საქმიანობის არეალში.

კომპანიის მთავარი პროგრამული პროდუქტია აღრიცხვის, ანალიზისა და ბიზნეს-პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემა ”APEX”.

სისტემის ძირითადი მოდულების ჩამონათვალი:
• აღრიცხვა-ანგარიშგების მოდული (ბუღალტერია);
• სასაწყობე ოპერაციების წარმოების მოდული (საწყობი);
• საბითუმო ვაჭრობის მოდული (საბითუმო ვაჭრობის ტერმინალი);
• საცალო ვაჭრობის ობიექტებში სავაჭრო ოპერაციების მოდული (საცალო ვაჭრობის ტერმინალი);
• დებიტორებთან ანგარიშსწორების დეტალიზაციის მოდული;
• კრედიტორებთან ანგარიშსწორების დეტალიზაციის მოდული;
• მზა პროდუქციის წარმოების მოდული (წარმოება);
• მარკეტინგული აქციების მართვის მოდული (მარკეტინგი);
• კორპორატიული ფასდაკლების ბარათების მართვის მოდული;
• საქონლის ფასების მართვის ცენტრალიზებული მოდული;
• ფასდაკლებების მართვის ცენტრალიზებული მოდული;
• მზა პროდუქციის რეცეპტებისა და შემადგენელი კომპონენტების მართვის მოდული;
• სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაციისა და ვადიანობის კონტროლის მოდული;
• კლიენტების ხელშეკრულებების აღრიცხვისა და კონტროლის მოდული;
• პერსონალისა და ხელფასის აღრიცხვის მოდული;
• ელექტრონული კომერციის მოდული;
• RS.GE – შემოსავლების სამსახურის სერვისებთან ინტეგრაციის მოდული;
• ბანკთან ინტეგრაციის მოდული;
• ფიქსირებული აქტივების მართვის და აღრიცხვის მოდული;
• დისტრიბუცის (PreSale & VanSale) მართვის მოდული;
• რესტორნის მართვის მოდული;
• ანალიზის, რეპორტინგისა და ანგარიშგების ბაზური მოდული;

კომპანია მომსახურებას უწევს არსებული კლიენტებს, რომლებიც APEX-ის პროგრამული პროდუქტებით სარგებლობენ. მომსახურება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
• დანერგილი სისტემის ტექნიკური მხარდაჭერა;
• კონსულტაცია საფინანსო და სააღრიცხვო საკითხებში;
• ტექნიკური საშუალებების მომსახურეობა;
• ტრეინინგები პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით;

საქართველოში მოქმედი მსხვილი და საშუალო კომპანიების მოკლე ჩამონათვალი რომლებიც იყენებენ “აპექსი”-ს ბიზნეს გადაწყვეტილებებს: სს „ვისოლ პერტოლიუმ ჯორჯია“, სს „ჯი-პი-სი“, სს „ნიკორა“, სს „თი-ბი-სი ბანკი“ სს „საქკაბელი“,, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს „დემასი”, შპს „მადაგონი“, შპს „ლოიდლი“, შპს „დაგი“, შპს „კამპა“, შპს “ასკანელი ძმები”, შპს “თბილცემენტ გროუპ”, შპს „ელიზი ჯგუფი“, შპს „ჯეომილ“, ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, ჰიპერმარკეტი „ბრიკორამა“

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...