მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > ანონსი: ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი 23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ანონსი: ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი 23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში

მწარმოებელი ხარ? ჩაერთე 🙂

დროის გემრიელად გატარება გსურს? მობრძანდი 🙂

23 ივნისს გიწვევთ ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალზე”, სადაც შეხვდებით ცნობილ ქართველ მეღვინეებს, მევენახეებსა და რესტორატორებს და შეძლებთ მათ მიერ დაყენებული ღვინისა და კერძების დაგემოვნებას, დამატებით გასინჯავთ ახალბედა მეღვინეების „პირველ მოსავალს“. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამორჩეული ქართული ხელნაკეთი ნივთები. ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ეძღვნება ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას.

მასპინძელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი
გენერალური სპონსორი: ღვინის რესტორანი g.Vino
მთვარი მხარდამჭერი და მზღვეველი: ჯიპიაი ჰოლდინგი
ფესტივალის მეგობარი: მოძრაობა KAR.GE

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: DJ Noxiron Shako Iashvili, Vikea Witched და Otto Berdzenishvili

დასაწყისი: 18:00
ბილეთის ფასი: 7 ლ
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ფესტივალში მონაწილეობის მსურველი მარნები, ბარ-რესტორნები და სხვა თემასთან დაკავშირებული მწარმოებლები დაუკავშირდით ორგანიზატორებს:

599 35 80 17 – თამუნა
595 01 99 97 – გიორგი
599 11 06 76‬ – აჩო

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"