მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ამალთეა

ამალთეა

სტალინის 61, თეთრიწყარო, საქართველო
+ 995 593 164 069
lia.demetrashvili164069@gmail.com
FB/თხის რძის პროდუქტები ამალთეა

ი.მ. ლიანა დემეტრაშვილი თეთრიწყაროში თხის ფერმას მართავს და თხის რძის პროდუქციას აწარმოებს: თხის რძეს, კარაქს, ნადუღს და ყველას. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდ “ამალთეა”-ს სახელით იყიდება. პროდუქცია მის ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით მაღალ ფასში იყიდება, მაგრამ მისმა მყიდველმა იცის თხის რძის სარგებლიანობა.

“ამალთეა” ბრენდულ დასახელებად სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ამ სახელთან საქართველოში ყველაფერი ის დადებითი ასოცირდება, რაც რამ თხასთან არის კავშირში. იდეის – თხის რძის პროდუქტების სარგებლის ხაზგამსმელი ისტორიაა ყველა ამალთეას უკავშირდება, თხას, რომელიც გადმოცემის თანახმად თვით ზევსს აწოვებდა რძეს.

ბრენდი ამალთეა ყველა გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობს, რომელიც კი საქართველოში იმართება იქნება ეს აშშ საელჩოს მიერ გამართული გამოფენები თუ ფერმერული ბაზრობები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იმართება. ფაქტი ერთია: თხის რძის პროდუქტები ყველგან აღიარებულია!

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...