მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > აკვვგ საკონტროლო კაბელი

აკვვგ საკონტროლო კაბელი

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

აკვვგ საკონტროლო კაბელი – საკონტროლო კაბელი ალუმინის ძარღვით, პოლივინილქლორიდის იზოლაციით და პოლივინილქლორიდის გარსაცმით. გამოიყენება არა მოძრავი შეერთებისას ელექტრული ხელსაწყოებზე, აპარატებზე, ელექტრო გამანაწილებელი მოწყობილობების შემკრებ მომჭერებზე ნომინალურ ცვლად ძაბვაზე 660-ვ მდე სიხშირით 100 ჰერცი, ან მუდმივ ძაბვაზე 1000ვ. გამოიყენება შენობებში, არხებში, გვირაბებში ჩასაწყობად თუ არ არსებობს კაბელზე მექანიკური ზემოქმედების საშიშროება. ერთმაგად ჩაწყობისას კაბელები არ ავრცელებენ წვას. სადენის სამუშაო ვადა: არა ნაკლები 15 წელი, ხოლო შენობაში, არხებში, გვირაბებში 25 წელი. ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 3 წელი ექსპლოატაციაში შესვლიდან, სწორი მონტაჟის და ექსპლოატაციის შემთხვევაში.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი.