მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > აიდიეს ბორჯომი საქართველო

აიდიეს ბორჯომი საქართველო

დ. აღმაშენებლის გამზ. 80, 0102 თბილისი, საქართველო
+995 32 2 484 484
http://ids-borjomi.com

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია. IDS Borjomi International-ი ნატურალური მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. წარმოების მაჩვენებლის მიხედვით იგი დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: “ბორჯომი”, “ლიკანი” და “ბაკურიანი”. საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით “ბორჯომი” კომპანია დღესდღეობით მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გადის ექსპოტზე.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბაზარზე აწარმოებს ბუნებრივ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყალს.

კომპანიის მუშაობა ეფუძვნება სამ ძირითად პრინციპს:
• ბაზრების დივერსიფიცირება;
• აქტიური მარკეტინგული პოლიტიკის წარმოება;
• ბაზარზე ახალი ბრენდების შემოტანა;

ჩვენს კომპანიაში 800-მდე თანამშრომელია. თითოეული ჩვენგანისთვის კომპანიის პორტფელში შემავალი მინერალური წყლის ბრენდები არა მხოლოდ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტებია, არამედ ქვეყნის ნამდვილი ეროვნული საგანძური, რომელმაც გაუძლო დროს და მსოფლიომ საქართველოს იდენტურობის სიმბოლოდ აღიარა. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ხელთ არის ქართული ბაზრის ლიდერი ბრენდი `ბორჯომი~, რომელსაც გააჩნია იმის პოტენციალი, რომ არაერთ საექსპორტო ბაზარზე უპირობო ლიდერად იქცეს.

ჩვენი პრიორიტეტი პროდუქციის მაღალი ხარისხია. ჩვენი მიზანი მომხმარებლის ნდობის გამართლება, შენარჩუნება და ზრდაა.

ჩვენ რაციონალურად მოვიხმართ ბუნებრივ რესურსებს, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისას კი საკუთარ თავზე ვიღებთ ინიციატივასა და პასუხისმგებლობას. კომპანიის ყველა თანამშრომელი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სერიოზულ მისიას. ჩვენ პრაკტიკაშიც მკაცრად ვიცავთ მაღალ სტანდარტებს.

დღეს ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობს. ორივე ქარხანა ლიდერია როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობით, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.
idsborjomi.com

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...