მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > ავსტრიაში, ქ. გრაცში, ქართველმა ემიგრანტმა ქართული ნაწარმის დეგუსტაცია მოაწყო

ავსტრიაში, ქ. გრაცში, ქართველმა ემიგრანტმა ქართული ნაწარმის დეგუსტაცია მოაწყო

პატივცემულო ემიგრანტები,

ეს არ არის მხოლოდ დადებითი პრეცედენტი …
ეს არის ის, რაც თითოეულ ქართველ ემიგრანტს შეუძლია…
მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით …
მნიშვნელობა არ აქვს რას საქმიანობთ …
მნიშვნელობა არ აქვს რა ცოდნა და გამოცდილება გაქვთ …

მთავარია მონდომება!!!

ისტორია 2017 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა მოძრაობა KAR.GE-მ KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017 გამოსცა. პრეზენტაციას, მისი ელექტრონული და ფურცლოვანი ვერსიების მასიური გავრცელება მოჰყვა. გავრცელებას კი რა თქმა უნდა მონდომებული და მოტივირებული ადამიანებისაგან გამოხმაურებები. ასე დაიწყო ბნ. მურმან ტურაშვილთან, ავსტრიის ქალაქ გრაცში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულესთან ურთიერთობა, რომელსაც მყარად გადაეწყვიტა ავსტრიაში ქართული პროდუქციის ექსპორტის დაწყება.

ბნ. მურმანთან არაერთი საათი ვმსჯელობდით Viber-ის და Facebook-ის მეშვეობით თუ როგორ შეიძლებოდა საექსპორტო საქმიანობის დაწყება მის კონკრეტულ შემთხვევაში. მსჯელობას მოჰყვა მისი ჩამობრძანება ივნისის დასაწყისში თბილისში ექსპოჯორჯიაში გამართული WineExpo-ზე, სადაც იგი პირადად შეხვდა მწარმოებლებს. აქაც შევხვდით და ვისაუბრეთ. ამის შემდეგ ბნ. მურმანი დაუკავშირდა KAR.GE კატალოგში თავმოყრილ არაერთ კომპანიას და აი კონკრეტული შედეგი.

2017 წლის 1 აგვისტოს ავსტრიის ქალაქ გრაცში, ავსტრიულ მაღაზიაში ქართული ჩურჩხელასა და თათარას დეგუსტაცია შედგა. ორივე ნაწარმი მწარმოებლებთან მოლაპარაკების შედეგად შეირჩა. ნიმუშების ტრანსპორტირება კი ორგანიზებულად, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის დაიგეგმა.

დეგუსტაციას ესწრებოდნენ მაღაზიის უფროსი ბატონი მარტინ ბრანტნერ და მაღაზიის მომსახურე პერსონალი, ასევე თავად ბნ. მურმან ტურაშვილი. ფაქტი სახეზეა, უცხო პროდუქტი თათარა და ჩურჩხელა უცხო ქვეყნისთვის საინტერესო გახდა. შედეგი: იგეგმება შემოდგომისთვის შეკვეთა, მოსალოდნელია ადრეც მოხდეს.

ცხადია ეს პირველი დეგუსტრაცია მხოლოდ დასაწყისია და ექსპორტის დაწყების გზაზე კიდევ არაერთი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი. ბნ. მურმანი პროდუქციის ავსტრიის დიდ ქალაქებში გავრცელებას გეგმავს. ნაბიჯ-ნაბიჯ … წარმატებებს გისურვებთ ბნ. მურმან ამ მამულიშვილურ ქართულ საქმეში! თქვენს გვერდით გვიგულეთ!

პატივცემულო ემიგრანტებო,
თქევნ გაინტერესებთ ქართული ხარისხიანი ნაწარმის ექსპორტის დაწყება?
მაშინ, დაგვიკავშირდით Facebook-ზე და დაგაკვალიანებთ თუ რა და როგორ ჯობია გააკეთოთ …

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"