მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ავვგ

ავვგ

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

ავვგ – ძალოვანი კაბელი ალუმინის ძარღვით, პოლივინილქლორიდის იზოლაციით და პოლივინილქლორიდის გარსაცმით. გამოიყენება ელექტროენერგიის გადასაცემად და გასანაწილებლად სტაციონალურ მოწყობილობებზე 0.660 კვ და 1 კვ სიხშირით 50 ჰერცი. გამოიყენება ჰაერში გადასაყვანად სადაც არ არის კაბელის მექანიკური დაზიანების საშიშროება, ასევე არხებში ჩასაწყობისას გამჭიმავი ძალების ზემოქმედების გარეშე. კაბელები ერთმაგად ჩაწყობისას არ ავრცელებენ წვას. სადენის სამუშაო ვადა: არა ნაკლები 30 წელი. ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 5 წელი სადენის ექსპლოატაციაში შესვლიდან.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი.