მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > აგროქიზიყი, შპს

აგროქიზიყი, შპს

კომპანიის დასახელება: აგროქიზიყი, შპს
მისამართი: დედოფლისწყარო, რუსთაველის 24
ვებსაიტი: http://farmers.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/AgroQiziki/
საკონტაქტო პირი: ბექა გონაშვილი
ტელეფონი: 599 56 71 31
ელ.ფოსტა: beka@me.com
FB პროფილი: https://www.facebook.com/chakrulo

შპს “აგროქიზიყი” კახეთში, დედოფლისწყაროში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს სთავაზობს ვეტერინარულ პრეპარატებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მექანიზაციის მომსახურებას, ცხოველისა და ფრინველის საკვებს და სხვა მათთვის საჭირო პროდუქციას თუ მომსახურებას საქონლის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების ჩათვლით. კომპანიას სამი მაღაზია აქვს: 1) ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის 24, 2) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო მაჩხაანში და 3) გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლაგში. კახეთის დანარჩენ რეგიონებში აქვს სადილერო ქსელი და ადგილზე მიწოდების მომსახურება.

ორგანიზაცია 2011 წლიდან ეტაპობრივად იზრდებოდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე თავად დამფუძნებლებმა, რომელთაც თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის წყალობით უკვე თბილისში საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტები შექმნეს.

აგრიქიზიყის მიერ 2011 წელს განხორციელდა USAID-ის დაფინანსებული პროექტი – დედოფლისწყაროს ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის ცენტრი არის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დედოფლისწყაროელ ფერმერებს მიაწოდოს თანამედროვე მომსახურება, პროდუქცია და სიახლეები აგრარულ სფეროში, მეცხოველეობაში და ტექნოლოგიებში. 2013 წლიდან კი პროექტი “MOLI – კახეთში” დახმარებით ორგანიზაციის სერვისებს დაემატა ხელოვნური განაყოფიერება მსხ. რქოსან პირუტყვში და ღორში, ვეტერინარული კონსულტაცია და საკვების გადამუშავება.

შპს “აგროქიზიყი” მომართულია შესთავაზოს ფერმერებს მუდმივად ახალი პროდუქცია, მომსახურებები და სწავლება. კომპანის სლოგანია – “თქვენი წარმატება, ჩვენთან პარტნიორობით მიიღწევა”.