მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > აგროქიზიყი

აგროქიზიყი

რუსთაველის 24, დედოფლისწყარო, საქართველო
+ 995 599 567 131
beka@me.com
http://farmers.ge

შპს “აგროქიზიყი” კახეთში, დედოფლისწყაროში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს 3 მაღაზიის და სადილერო ქსელის მეშვეობით სთავაზობს ვეტერინარულ პრეპარატებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მექანიზაციის მომსახურებას, ცხოველისა და ფრინველის საკვებს და სხვა მათთვის საჭირო პროდუქციას თუ მომსახურებას საქონლის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების ჩათვლით.

ბრენდული დასახელება – “აგროქიზიყი” კომპანიას დაერქვა 2011 წლის 18 მარტს. და ეს იყო დამფუძნებლის – ბექა გონაშვილის სურვილი, რომ თავისი კუთხისადმი სიყვარულისთვის გაესვა ხაზი. ბექა წარმოშობით ქიზიყიდანაა და ძალიან უნდოდა ეს სახელი ხშირად გაჟღერებულიყო ხოლმე მის აქტივობებში. ეს ის დრო იყო როცა დედოფლისწყაროში პირველი პატარა ვეტერინარული პრეპარატების მაღაზია იხსნებოდა. ამ პატარა ვეტ მაღაზიიდან დაიწყო და დღეს უკვე აგრიქიზიყი მომსახურებებს და პროდუქციას სთავაზობს არა მხოლოდ ქიზიყელ, არამედ მთლიანად კახელ ფერმერებს და წინსვლა დღითიდღე გრძელდება.

ორგანიზაცია 2011 წლიდან ეტაპობრივად იზრდებოდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე თავად დამფუძნებლებმა, რომელთაც თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის წყალობით უკვე თბილისში საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტები შექმნეს. კომპანის სლოგანია – “თქვენი წარმატება, ჩვენთან პარტნიორობით მიიღწევა”.