მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > აგვისტოში kar.ge-ს 143,404 სტუმარმა 185,505 გვერდი დაათვალიერა
აგვისტოში kar.ge-ს 143,404 სტუმარმა 185,505 გვერდი დაათვალიერა

აგვისტოში kar.ge-ს 143,404 სტუმარმა 185,505 გვერდი დაათვალიერა

შესავალშივე მინდა ხაზგასმით ვთქვა:

ჩვენ არ ვმალავთ სტატისტიკას როგორც ბევრი სხვა საიტი და არ ვატყუებთ ჩვენს სტუმარს. როცა კარგი რეიტინგი გვაქვს ვწერთ, როცა ეს რეიტინგი ვარდება იმასაც ვწერთ. ჩვენთან არ დევს Google Analytics-ის „გაბერილი“ მრიცხველი. kar.ge-ზე მუდმივად ღიაა TOP.ge სტატისტიკა და მისი შემოწმება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სიძლიერეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ აგვისტომ ნამდვილი ხარაკირი გაგვიკეთა. არ მოველოდით რეიტინგის ასეთ დაცემას. ამის მიზეზი რამოდენიმეა:

  1. აგვისტო რთული პერიოდია. რომ გავიკითხე აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში რეიტინგები თითქმის უნახევრდება საიტების დიდ ნაწილს;
  2. აგვისტოში ჩვენი მიზნობრივი ჯგუფი განსაკუთრებით გაპასიურდა 🙂 თუმცა მეორეს მხრივ ალბათ ორიგინალური შინაარსი ჩვენ დაგვაკლდა;
  3. აგვისტოში რამოდენიმე ვებსაიტი გამოჩნდა, რომელთაც დაიწყეს ჩვენი შინაარსის ფორმატის კოპირება და სამარცხვინო FB ჯგურებში გაზიარება. კარგს და სასარგებლოს კი არ წაიღებენ ოღონდ … წაიღეს ანეგდოტის ფორმატი, რომელიც პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საშინლად გააბანძეს. კიდევ კარგი GE-ს ბმულს არ უთითებენ

აქვე მე მადლობა მინდა ვუთხრა იმ საიტების, სადაც ჩვენი შინაარსი კოპირდება, მაგრამ წყაროს ისინი უთითებენ. დიდი მადლობა თქვენ!

ეხლა ციფრები …

2015 აგვისტოში [1-31] kar.ge-ზე ჯამში დაფიქსირდა:

  • სულ საიტის სტუმრები – 143,404
  • სულ გვერდების დათვალიერება – 185,505
  • დღეში სტუმართა საშუალო რაოდენობა – 4,626
  • დღეში გვერდების დათვალიერების საშუალო რაოდენობა – 5,984
  • მაქსიმალური სტუმრიანობა დღეში – 9,262 სტუმარი, რომელთაც 11,693 გვერდი დაათვალიერეს;

წყარო: kar.ge Google Analytics

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"